კარგი ამბავი სანაკრებო შეხვედრამდე - ოქრიაშვილი მოედანს უბრუნდება #1TVSPORT
კარგი ამბავი სანაკრებო შეხვედრამდე - ოქრიაშვილი მოედანს უბრუნდება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ნოემბრის მატჩებამდე კარგი ამბავია – მოედანს უბრუნდება თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც ოქტომბერში ვირუსის გამო ნიქოზიას „აპოელს“ რამდენიმე შეხვედრაში ვერ დაეხმარა.

კვიპროსული გამოცემა „ტემასპორტის“ ცნობით, დიდი ალბათობით, თორნიკე ოქრიაშვილი „აპოელს“ 6 ნოემბერს კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურში აელ-თან მატჩში დაეხმარება.

ნიქოზიასაპოელმა“ „დოქსასთან“ მატჩი (2:2) უკან მოიტოვა და აელ-თან ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩისთვის ემზადება. სოფრონის ავგუსტის გუნდს მინიმუმ ერთი ისეთი მოთამაშე დაუბრუნდება, რომლითაც აშკარად კმაყოფილია, რადგან ის ხარისხიანი არჩევანია. ოქრიაშვილი ავადმყოფობის შემდეგ ვარჯიშზე გამოჩნდა და ახლა თავს ნორმალურად გრძნობს“, – წერს „ტემასპორტი“.

თუმცა, ჯერ 29 წლის ქართველი ლეგიონერის თამაში საბოლოოდ გადაწყვეტილი მაინც არაა.

„ქართველი ნახევარმცველი კვიპროსელი მწვრთნელის ხელში დამატებითი „იარაღი“ გახდება და თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, 29 წლის ფეხბურთელი აელ-თან მატჩის წინ „აპოელის“ სასტარტო შემადგენლობაში იქნება. თორნიკე ოქრიაშვილი, სავარაუდოდ, თავდამსხმელთა უკან საკვანძო პოზიციას დაიკავებს და დონგალას შეცვლის“.