კარგად ითამაშა, მაგრამ ამას მაინც ინანებს - მიქაუტაძე დისკვალიფიცირებულია #1TVSPORT
კარგად ითამაშა, მაგრამ ამას მაინც ინანებს - მიქაუტაძე დისკვალიფიცირებულია #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ში მიღებული ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო ერთი მატჩით დისკვალიფიცირებულია – ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი letsgometz-ი წერს და „როდეზთან“ წარმატებული მატჩის შემდეგ, ქართველ ფეხბურთელს მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რადგან შემდეგ ტურში მნიშვნელოვან შეხვედრას გამოტოვებს.

„მან „როდეზთან“ დუბლით და მთლიანობაში ძალიან კარგი თამაშით „მეცის“ თაყვანისმცემლები კვლავ დააბრმავა. ზოგიერთ გულშემატკივარს შიშიც კი გაუჩნდა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე სხვა კლუბების ყურადღებას მიიპყრობდა.

მიუხედავად ამისა, ქართველი ამ მატჩის შემდეგ აუცილებლად ინანებს. მიქაუტაძემ თამაშის 55-ე წუთზე პროტესტის გამო ყვითელი ბარათი მიიღო არა უხეშობის, არამედ სიმულაციის გამო.

ეს საკმარისი გამოდგა, რომ ექვს მატჩში მესამე ყვითელი ბარათი მიეღო. სეზონის სტარტზე ვირტუოზი თავდამსხმელი უკვე გაფრთხილებული იყო „კაენთან“ და „დიჟონთან“ მატჩების დროს.

ეს დისკვალიფიკაცია იმოქმედებს „გენგამთან“ ორშაბათს, 12 სექტემბერს დანიშნულ შეხვედრაში. ეს იქნება ცხრილის სათავეში მყოფი გუნდების მატჩი , რომლისთვისაც „მეცის“ მთავარი მწვრთნელი ლასლო ბოლონი, რა თქმა უნდა, მთელი თავისი რესურსით თამაშს ამჯობინებდა. შესაძლოა, ამან აიძულოს გიორგი მიქაუტაძე, ამა თუ იმ ქმედებებზე დაფიქრდეს“, – წერს გამოცემა.