კარატი 2022 | პორტუგალიის ნაკრებმა ნუნუ მენდეში ჩემპიონატის ბოლომდე დაკარგა #1TVSPORT
კარატი 2022 | პორტუგალიის ნაკრებმა ნუნუ მენდეში ჩემპიონატის ბოლომდე დაკარგა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველი ნუნუ მენდეში მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე გამოაკლდა პორტუგალიის ნაკრებს ტრავმის გამო, – წერს გაზეთი L’Equipe.

20 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ურუგვაის წინააღმდეგ მატჩში მიიღო.

პორტუგალიის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ექვსი ქულა აქვს და გაინაღდა მერვედფინალში თამაში. ბოლო ტურში ის 2 დეკემბერს სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ითამაშებს.