კატარი 2022 | ხერარდო მარტინომ მექსიკის ნაკრები დატოვა #1TVSPORT
კატარი 2022 | ხერარდო მარტინომ მექსიკის ნაკრები დატოვა #1TVSPORT

მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო პოსტიდან გადადგა.

მექსიკა, რომელიც ზედიზედ შვიდი ჩემპიონატი ახერხებდა პლეი ოფში გასვლას, ამჯერად ჯგუფში ჩარჩა იმის მიუხედავად, რომ ბოლო ტურში საუდის არაბეთს 2:1 მოუგო. მექსიკელებმა პოლონეთთან თანაბარი ქულები დააგროვეს, მაგრამ ბურთების უარესი სხვაობის გამო მესამე ადგილზე აღმოჩდნენ.

„ჩემი კონტრაქტი დასრულდა, როგორც კი მსაჯმა საფინალო სასტვენი მისცა.

მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ამ ჩავარდნისთვის. ეს საშინელი იმედგაცრუებაა“, – განაცხადა მარტინომ.

„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი მექსიკის ნაკრებს 2019 წლიდან ავარჯიშებდა.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე ირანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა კარლუშ კეირუშმა.