კარატეს ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
18-19 აპრილს უნგრეთის ქალაქ ეგერში გაიმართა XV ევროპის ჩემპიონატი შოტოკან კარატეში, რომელშიც საქართველოს შოტოკან კარატე დოს კონფედერაციის გუნდმა მიიღომო ნაწილეობა.
ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 30 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა, მზეჭაბუკ მახარაძემ ფინალამდე რამდენიმე წრე გამარჯვებებით გაიარა, დაამარცხა უნგრელი, რუმინელი, სერბი და ლიტველი სპორტსმენები და ვერცხლის მედალი მოიპოვა უფროსებს შორის ინდივიდუალურ კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში.
წარმატებით იასპარეზა აგრეთვე 12-13 წლის ბიჭებს შორის ინდივიდუალურ კუმიტეს +58 კგ. წონით კატეგორიაში ანდრია საათაშვილმა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი და მესამე ადგილი დაიკავა.
უნგრეთში კარატეს ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორი იყო გაერთიანებული ერების შოტოკან კარატეს მსოფლიოს ფედერაცია (SKDUN), რომელის პრეზიდენტია მერვე დანის მფლობელი აურალ პეტრუ.
მზეჭაბუკ მახარაძე არის მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენი და წარმატებული ინსტრუქტორი, არის შავი ქამრის მეხუთე დანის მფლობელი, საქართველოს შოტოკან კარატეს კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი, კვალიფიციური საერთაშორისო ლიცენზირებული რეფერი და ინსტრუქტორი.
მსოფლიოს, ევროპისა და საერთაშორისო ტურნირებზე ის 2000 წლიდან რეგულარულად წარმატებით მონაწილეობს, მოპოვებული აქვს ყველა სინჯის – ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს, საერთო ჯამში, 100-ზე მეტი მედალი.