კარატე | ჭაბუკა მახარაძემ თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

11:30, 11.08.2026

თურქეთში, ქალაქ ბურსაში გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი კარატეში, რომელშიც მსოფლიოს 15 ქვეყნის 1500-მდე სპორტსმენ მონაწილეობდა.

ტურნირში მონაწილეობა საქართველოს შოტოკან კარატეს კონფედერაციის გუნდმაც მიიღო. პრესტიჟულ შეჯიბრებაზე, რომელიც თურქეთის კარატეს ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, ჭაბუკა მახარაძემ უფროსი კატეგორიის ინდივიდუალურ კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

მახარაძემ ოთხი წრე დამაჯერებლად გაიარა – მან ზედიზედ დაამარცხა სერბი, ბულგარელი და თურქი სპორტსმენები. ბურსის საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკა მახარაძემ უკვე მესამედ მოიგო – მან წარმატებას 2023 და 2024 წლებშიც მიაღწია.

ჭაბუკა მახარაძე არის შავი ქამრის მეხუთე დანის მფლობელი, საქართველოს შოტოკან კარატე კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი. საერთაშორისო ტურნირებზე ის 1998 წლიდან რეგულარულად წარმატებით ასპარეზობს, მოპოვებული აქვს ყველა სინჯის – ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, საერთო ჯამში, 100-ზე მეტი მედალი.

მსგავსი