კარანტინის წესების დარღვევის გამო ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
კარანტინის წესების დარღვევის გამო ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. დეივიდ კლარკმა თანამდებობა კარანტინის წესების დარღვევის გამო დატოვა.

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადი რამდენიმე კვირის წინ გააკეთა, თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა კლარკის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლა ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გამო შექმნილ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებდა.

„სიენენის“ ინფორმაციით, დღეს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განაცხადი ხელმეორედ გააკეთა, რაც პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა.

დღეისათვის ახალ ზელანდიაში „კოვიდ-19“-ის 22 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის, საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტი იმყოფება. ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ინფიცირების სულ 1,528 შემთხვევა, გარდაცვლილია 22 ადამიანი.