კაპიტოლიუმში მოსალოდნელი შეჭრის საფრთხის შესახებ მიღებული გაფრთხილების შემდეგ, ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს
კაპიტოლიუმში მოსალოდნელი შეჭრის საფრთხის შესახებ მიღებული გაფრთხილების შემდეგ, ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
გავრცელებული ცნობით, ასეთი საფრთხის შესახებ პროგნოზი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთდა. უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ისინი ნებისმიერი პოტენციური საფრთხისთვის მზად იყვნენ, რომლის წინაშეც შესაძლოა, კონგრესის წევრები აღმოჩენილიყვნენ. საფრთხის შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ წარმომადგენელთა პალატამ სესია შეწყვიტა.
შეგახსენებთ, კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმა 6 იანვარს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა განახორციელეს, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. განვითარებული მოვლენების ფონზე, კაპიტოლიუმის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.