კაპელო რასისტი ფანების სამუდამო დისკვალიფიკაციის მომხრეა
კაპელო რასისტი ფანების სამუდამო დისკვალიფიკაციის მომხრეა

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ საკუთარი აზრი გამოთქვა იმის შესახებ, როგორ შეიძლება ფეხბურთში რასიზმის პრობლემის მოგვარება.

„ზოგიერთი გულშემატკივარი მინდორზე შემორბის, ვიღაც სპეციალურად დადის სტადიონზე, რათა რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოს მოთამაშე. ასეთი ადამიანები ფეხბურთის მიღმა უნდა დარჩნენ და არა სამმატჩიანი, არამედ სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მიიღონ. მოვისმინე, რომ იტალიაში გულშემატკივარს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. არ შეიძლება ასეთი ფანები სტადიონზე ჩნდებოდნენ”, – მოჰყავს კაპელოს სიტყვები Sky Sports-ს.

ამ სიტყვებით იტალიელი მწვრთნელი გამოეხმაურა 17 თებერვალს პორტუგალიის ჩემპიონატში მომხდარ სკანდალს, როცა „პორტუს“ მალელი ფორვარდი მუსა მარეგა რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება აღარ მოისურვა და მსაჯისგან ყვითელი ბარათი მიიღო.