კაპელო - მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია, რონალდო ყველაზე დიდი ტალანტი იყო
კაპელო - მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია, რონალდო ყველაზე დიდი ტალანტი იყო

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ, ბრაზილიელ თავდამსხმელთანრონალდოსთან მუშაობა გაიხსენა.

„რონალდო იყო ყველაზე ტალანტი ფეხბურთელი, ვისთანაც კი ოდესმე, ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მიმუშავია, მაგრამ ამასთანავე, ის გასახდელში ყველაზე მეტ პრობლემებს მიქმნიდა. ბრაზილიელი აწყობდა საღამოებს, აკეთებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა. ერთხელ ვან ნისტელროიმ მითხრა: მისტერ, გასახდელში ალკოჰოლის სუნია. შემდეგ რონალდო „მილანში“ გადავიდა და ჩვენ გამარჯვებები დავიწყეთ. მაგრამ თუ ტალანტზე ვისაუბრებთ, ის – უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო“, – განუცხადა იტალიელმა მწვრთნელმა „სქაი სპორტს“ (Sky Sport).

შეგახსენებთ, რომ რონალდო „რეალში“ 2002-2007 წლებში ასპარეზობდა.

დატოვე კომენტარი