კაპელო - “იუვენტუსი” სკუდეტოს უმთავრესი ფავორიტია
კაპელო - “იუვენტუსი” სკუდეტოს უმთავრესი ფავორიტია

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო „იუვენტუსს“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევს. როგორც კაპელომ თქვა, მისთვის წარმოუდგენელია, რომ ტურინელთა დამარცხება იტალიაში რომელიმე გუნდმა მოახერხოს.

„ვერ წარმომიდგენია, „იუვენტუსმა“ სკუდეტოს მოგება როგორ ვერ უნდა მოახერხოს. ამ გუნდამ უკვე გვაჩვენა თავის ძალა. „იუვენტუსი” კონკურენტების გარეშე“, – უთხრა ფაბიომ Rai-ს.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ რვა ტურის შემდეგ 24 ქულით სერია A-ს ლიდერია. მომდევნო მატჩს კი 20 ოქტომბერს, „ჯენოასთან“ ჩაატარებს.