კაპელო იამალზე – მას არ აქვს მესის გენია #1TVSPORT

01:03, 04.03.2025

ლეგენდარულ იტალიელ სპეციალისტს, ფაბიო კაპელოს მიაჩნია, რომ „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი ვერ მიაღწევს ლიონელ მესის დონეს.

„ის არის ბიჭი, რომელიც დიდ წარმატებებს აღწევს.

როცა „ბარსელონაში“ იწყებდა, ამბობდნენ, რომ ის ახალი მესია, მაგრამ არა, ის ვერ მიაღწევს მის დონეს. იამალი ექსტრაორდინალურია, შესანიშნავი, ტოპ მოთამაშე, მაგრამ მას არ გააჩნია მესის გენია“, – განაცხადა კაპელომ.

მსგავსი