ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-6 ტურში, სომხეთის ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას კვიპროსში შეხვდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა – 1:0.
ამ გამარჯვებით სომხეთის ნაკრებმა C დივიზიონის მეორე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და გუნდს ერთა ლიგის B ლიგაში დაწინაურების საშუალება მისცა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებით, ხოაკინ კაპაროსის მეთაურობით, სომხეთის ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა – ხუთი მატჩი ზედიზედ არ წაუგია, რაც ჩვენი მეზობლებისთვის დიდი მიღწევაა.
ბოლო ხუთ მატჩში, სომხეთის ნაკრებმა სამი გამარჯვება მოიპოვა და ორი ფრედ დაასრულა.