კაპანაძე მონღოლ ცენდო-ოჩირთან დამარცხდა და ანტალიის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT
კაპანაძე მონღოლ ცენდო-ოჩირთან დამარცხდა და ანტალიის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT

თურქეთში,  ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს გამომსვლელმა ერთადერთმა ქართველმა, ლუკა კაპანაძემ (73კგ) ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

21 წლის ძიუდოისტი მეოთხედფინალში გასასვლელად 73კგ-ში მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერს, მონღოლ ცენდო-ოჩირს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში მტკივნეული ილეთით დამარცხდა.

ანტალიაში ხვალ, შეჯიბრების ბოლო დღეს მედლებისთვის ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90 კგ), ომარ საური (100 კგ), ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) იჭიდავებენ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს გამართულ ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის აღება შეძლო და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ გიორგი ტერაშვილი (73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ვერცხლის მედლები კი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.