კაპანაძე „დილაში“ ჩაირიცხა
კაპანაძე „დილაში“ ჩაირიცხა

თორნიკე კაპანაძე გორის „დილას“ ფეხბურთელი გახდა – 28 წლის თავდამსხმელის ტრანსფერზე გავრცელებული ინფორმაცია გორის კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

„თორნიკე კაპანაძე გორის „დილასთვის“ გაიტანს. მან ჩვენს გუნდთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა“ – იუწყება „დილას“ პრესსამსახური.

ქუთაისში გაზრდილმა თავდამსხმელმა კარიერა „სამტრედიაში“ (2009-2011, 2015) დაიწყო. უთამაშია წყალტუბოს „სამგურალში“ (2011-2013), ქუთაისის „ტორპედოში“ (2013-2014, 2015-2019), „ზესტაფონში“ ((2014). 2020 წლის სეზონი თორნიკე კაპანაძემ თბილისის „დინამოში“ გაატარა.

კაპანაძეს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 დეკემბრამდე აკავშირებდა. თორნიკემ „დინამო თბილისთან“ ერთად სეზონისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ ანტალიურ შეკრებაზე გიორგი ნემსაძემ არ იახლა და ოფიციალურად, თბილისური კლუბი 20 იანვარს დატოვა.

იყო ვარაუდი, რომ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ წყალტუბოს „სამგურალში” ითამაშებდა, სადაც კარიერას იწყებდა, მაგრამ საბოლოოდ, არჩევანი გორის „დილაზე“ შეაჩერა.