კანტეს ტრავმის რეციდივი აქვს - მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას #1TVSPORT
კანტეს ტრავმის რეციდივი აქვს - მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა ნ’გოლო კანტემ ვერ შეძლო ბარძაყის ტრავმის შემდეგ აღდგენა.

გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, ფეხბურთელს აღნიშნული დაზიანების რეციდივი აქვს, რის გამოც კიდევ რამდენიმე კვირას გამოტოვებს.

ამის გამო დიდ ეჭვი არსებობს იმაზე, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი შეიყვანს 31 წლის ნახევარმცველს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის განაცხადში.

მიმდინარე სეზონში კანტემ პრემიერლიგაში ორჯერ ითამაშა და მოედანზე 14 აგვისტოს შემდეგ არ გასულა.