კანტეს „ჩელსიში“ დარჩენა სურს, კლუბი კი მის გასხვისებას გეგმავს
კანტეს „ჩელსიში“ დარჩენა სურს, კლუბი კი მის გასხვისებას გეგმავს

„ჩელსის“ ნახევარმცველმა ნ’გოლო კანტემ გუნდში დარჩენის სურვილი გამოთქვა, ლონდონური კლუბი კი მის გაყიდვას აპირებს, – იუწყება Goal.

„ჩელსის“ ფრანგი ფეხბურთელი 70 მილიონ ევროდ არის შეფასებული. „ჩელსიში“ მისი გასხვისების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ კანტემ ტრავმის გამო, თითქმის ნახევარი სეზონი გამოტოვა.

ტრავმისა და გაცდენილი სეზონის მიუხედავად, კანტე „ჩელსის“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და კვირაში 290 000 ფუნტ სტერლინგს იღებს.

კანტეს შეძენით „ბარსელონა“ და „რეალი“ არიან დაინტერესებულები.