კანტე „ტოტენჰემთან“, „ბაიერნთან“ და „ლივერპულთან“ მატჩებს გამოტოვებს
კანტე „ტოტენჰემთან“, „ბაიერნთან“ და „ლივერპულთან“ მატჩებს გამოტოვებს

ცნობილი გახდა იმ ტრავმის დეტალები, რომელიც „ჩელსის“ ნახევარმცველმა ნ’გოლო კანტემ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ინგლისის ჩემპიონატის მატჩში მიიღო. დაზიანების გამო კანტემ მინდორი უკვე მე-12 წუთზე დატოვა, მისმა გუნდმა კი 0:2 წააგო.

სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ფრანგს ფეხის კუნთი აქვს გაწყვეტილი. ვარაუდობენ, რომ აღდგენა მინიმუმ სამ კვირას დაიკავებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ კანტე ვერ მიიღებს მონაწილეობას პრემიერლიგის უმნიშვნელოვანეს მატჩში „ტოტენჰემის“ (22 თებერვალი) წინააღმდეგ, „ლივერპულთან” ინგლისის თასის მერვედფინალში (3 მარტი), აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „ბაიერნთან“ (25 თებერვალი).

კანტემ უკვე გამოტოვა სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა ტრავმის გამო და ყველა ტურნირში სულ რაღაც 17 მატჩი ჩაატარა.