კანტე შესაძლოა იუვენტუსში ვიხილოთ
Ngolo Kante of France during the France training session at Centre National du Football on March 18, 2019 in Clairefontaine-en-Yvelines, France. (Photo by Anthony Dibon/Icon Sport via Getty Images)
ლონდონის ჩელსის საყრდენი ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე მომდევნო სეზონიდან შესაძლოა, ტურინის იუვენტუსში ვიხილოთ, იტყობინება კორიერე დელო სპორტი (Corriere dello Sport).
იტალიური გამოცემა იუწყება, რომ კანტეს ლონდონური კარიერა დასასრულისკენ მიემართება. ფეხბურთელი, რომელიც თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, არ აპირებს, მომდევნო სეზონი ევროპა ლიგას დაუთმოს.
შესაბამისად, თუ არისტოკრატები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვერ გავლენ, დიდია ალბათობაა, რომ კანტე კლუბს შეიცვლის.
ცნობილია, რომ ფრანგი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მადრიდის რეალიც გამოხატავს.