კანკავას გოლით „ტობოლმა“ გაიმარჯვა და სამეულში დაბრუნდა (ვიდეო)

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში, რომელიც ალმათაში გაიმართა, კოსტანაისტობოლმა“ ტალდიკურგანისჟეტისუსთან“ გამართა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც თავისი როლი ჯაბა კანკავამ ითამაშა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი კოსტანაელთა შემადგენლობაში იყო და უცვლელად ითამაშა, ხოლო „ჯვაროსნების“ მეორე მოთამაშე, ნიკა კვეკვესკირი მოედანზე მხოლოდ 87-ე წუთზე გამოჩნდა.

თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ანგარიში კი 53-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გახსნა. 6 წუთში მისმა თანაგუნდელმა „ტობოლის“ უპირატესობა გაზარდა და მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

ამ გამარჯვებით „ტობოლმა“ 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაწინაურდა, ლიდერ „ყაირატს“ 6 ქულით ჩამორჩება, ხოლო „ასტანას“ – მხოლოდ ქულით.

დატოვე კომენტარი