კანკავას, აბურჯანიას და მიქაუტაძის გარეშე - ნაკრები კოსოვოში მიემგზავრება #1TVSPORT
კანკავას, აბურჯანიას და მიქაუტაძის გარეშე - ნაკრები კოსოვოში მიემგზავრება #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩი კოსოვო-საქართველო 12 ოქტომბერს გაიმართება. საბერძნეთთან მტკივნეული მარცხის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა შეხვედრისთვის მზადება დაიწყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა ბათუმის „დინამოს“ ბაზაზე ივარჯიშა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო კოსოვოს წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია ვერ დაეხმარებიან.

გუნდს ასევე გიორგი მიქაუტაძე დააკლდება, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საბერძნეთთან მიღებული დაზიანების გამო გამოტოვებს. თუმცა, დისკვალიფიკაცია გაუვიდათ და თამაშს შეძლებენ გურამ კაშია და გოგა ჩაბრაძე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები კოსოვოში 11 ოქტომბერს ბათუმიდან ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრება. მატჩის განაცხადში 22 ფეხბურთელი იქნება.

ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ეროვნული გუნდი მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გოგა ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი (ორივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა: გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ლადო მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.