კანკავამ სლოვაკეთში პირველად გაიტანა - ვაისის „სლოვანი“ ჩემპიონატს დიდი უპირატესობით ლიდერობს [ვიდეო] #1TVSPORT

ჯაბა კანკავამ სლოვაკეთში გადასვლის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა – ეს ფორტუნა ლიგის საგაზაფხულო სეზონის განახლებისას მოხდა, სადაც „სლოვანმა“ მეტოქე 5:0 დაამარცხა.

29-ე ტურის შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ბრატისლავასსლოვანმა“ საკუთარ მოედანზე „სენიაცას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა, ორივე ქართველი ფეხბურთელი, კანკავა და გურამ კაშია „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს.

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის ლიდერმა მეტოქის კარი პირველ ტაიმში ორჯერ აიღო – 36-ე წუთზე გოლები მუსტაფიჩმა და ბოჟიკოვმა გაიტანესა. მეორე ტაიმში „სლოვანის“ უპირატესობა გამოიკვეთა. გადამწყვეტი ეპიზოდი კი 55-ე წუთზე გატანილი გოლი აღმოჩნდა – საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა „სენიცას“ კარი 20 მეტრიდან ძლიერი დარტყმით აიღო.

ეს ჯაბასთვის სლოვაკურ გუნდში გატანილი პირველი გოლი იყო, მე-80 წუთზე კი ყვითელი ბარათიც მიიღო. მესამე გოლმა „სენიცას“ წინააღმდეგობა გატეხა, ბრატისლაველებმა კიდევ ორი გაიტანეს და სეზონი შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყეს 5:0.

სლოვანიმა“ 20 ტურის შემდეგ 49 ქულა დააგროვა, სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის ერთპიროვნული ლიდერია და მეორეადგილოსან ტრნავას „სპარტაკს“ 7 ქულით ასწრებს.