კანკავამ სლოვაკეთის თასზე ეფექტური გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ჯაბა კანკავამ სლოვაკეთის თასის 1/32-ფინალში გოლი გაიტანა, ხოლო ბრატისლავასსლოვანმა“ გასვლაზე „მალა მაცა“ 7:0 დაამარცხა.

ეს შეხვედრა ქართველებიდან მხოლოდ ჯაბა კანკავამ ჩაატარა. „ჯვაროსნების“ ყოფილი კაპიტანი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა. გურამ კაშია სანაკრებო მატჩების შემდეგ ვლადიმირ ვაისმა დაასვენა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრების შეკრებაზე შეუძლოდ გახდა.

სლოვაკეთის თასის მე-3 ტურში „სლოვანმა“ მეტოქე დიდი პრობლემების გარეშე დაამარცხა. ჯაბა კანკავამ მეტოქის კარი 62-ე წუთზე აიღო და ანგარიში 6:0 გახადა. გოლი ძალიან ეფექტური გამოდგა. მარცხენა ფლანგიდან შორეული გადაცემა ჯაბამ ერთი შეხებით დააგვირგვინა და მეტოქის კარის „ცხრიანი“ შეარხია.

კანკავამ თავი 7-თვიანი პაუზის შემდეგ გამოიჩინა. ბოლოს გამოცდილმა ნახევარმცველმა 12 თებერვალს სლოვაკეთის ჩემპიონატში „სინიცას“ გაუტანა.