კანკავა ზედიზედ მეორედ აღიარეს - „ჯვაროსნების“ კაპიტანი „ვალანსიენის“ თვის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT
კანკავა ზედიზედ მეორედ აღიარეს - „ჯვაროსნების“ კაპიტანი „ვალანსიენის“ თვის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT

ჯაბა კანკავა ზედიზედ მეორედ „ვალანსიენის“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – გამოკითხვას კლუბის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელებში აწარმოებდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ჯერ თებერვალში და მარტშიც ფანებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

„ჩვენმა ქართველმა ნახევარმცველმა, თებერვლისა და მარტის ფეხბურთელმა, კაბა კანკავამ დღეს დილით მიიღო ჯილდო ჩვენი პარტნიორის AuBureauStAmand–ისგან“, – იუწყება „ვალანსიენი“ „ტვიტეტის“ გვერდზე.

ვალანსიენში“ 16 იანვარს ჩარიცხულმა ჯაბა კანკავამ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, ფრანგული გუნდის ფორმით უკვე 10 მატჩი ჩაატარა და ყველა – შეუცვლელად. 35 წლის საყრდენი ნახევარმცველი ეროვნული ნაკრების ამჟამინდელ შემადგენლობაში რეკორდსმენია. კანკავა „ჯვაროსნების“ ფორმით 2004 წლიდან თამაშობს. 17 წლის განმავლობაში ჯაბამ ნაკრებში 94 მატჩი ჩაატარა და 100-იანთა კლუბამდე (ეს ზღვარი მხოლოდ ლევან კობიაშვილმა გადალახა) 6 მატჩი აშორებს.