კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის 22 საუკეთესოში
კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის 22 საუკეთესოში

ჯაბა კანკავა ყაზახეთის პრემიერლიგის 22 საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელეს – საქართველოს ნაკრებისა და კოსტანაის „ტობოლის“ მოთამაშე საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველებში მოხვდა.

შედეგები ყაზახეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაცხადა. 11 სათამაშო პოზიციაზე 2-2 საუკეთესო მოთამაშე შეარჩიეს.

პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის გამოკითხვაში პრემიერლიგის ყველა გუნდის მთავარი მწვრთნელი მონაწილეობდა. მათ საკუთარი სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადანაც 22 საუკეთესო შეარჩიეს.

საინტერსოა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანთან ერთად საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველად „ასტანას“ ფეხბურთელი ივან მაევსკი დაასახელეს, რომელიც ერთა ლიგის ნახევარფინალში „ჯვაროსნების“ მეტოქის, ბელარუსის ნაკრების წევრია.