კანკავა და კვეკვესკირი ყაზახეთში დარჩნენ - „ტობოლმა“ ქართველებს ახალი კონტრაქტები გაუფორმა
კანკავა და კვეკვესკირი ყაზახეთში დარჩნენ - „ტობოლმა“ ქართველებს ახალი კონტრაქტები გაუფორმა

ტობოლმა“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრების ფეხბურთელების შენარჩუნება მოახერხა – ინფორმაციას კოსტანაის კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა ერთა ლიგაზე ყაზახეთთან მატჩის შემდეგ „ტობოლთან“ კონტრაქტები გააგრძელეს. ორივე მათგანმა ხელშეკრულება ორი წლით გაახანგრძლივა“, – წერს „ტობოლის“ ვებ-გვერდი.

32 წლის კანკავა „ტობოლში“ 2018 წლის დასაწყისში გადავიდა და კლუბის ფორმით 30 მატჩი ჩაატარა, სადაც სამი გოლის გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

26 წლის კვეკვესკირი კოსტანაის გუნდში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა, დასრულებულ სეზონში კი 24 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.

ტობოლი“ დასრულებულ სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა, რაშიც ქართველებმა დიდი წვლილი შეიტანეს.