კანი ბაიერნის პრეზიდენტობის მთავარი კანდიტატია
კანი ბაიერნის პრეზიდენტობის მთავარი კანდიტატია

„ბაიერნის“ ყოფილი მეკარე ოლივერ კანი, შესაძლოა გუნდის პრეზიდენტი გახდეს. ის  ამ თანამდებობაზე მთავარი კანდიტატია. Sport Bild-ის ინფორმაციით, გამოჩენილ ფეხბურთელს, გუნდის ამჟამინდელი პრეზიდენტისგან ული ჰიონესისგან, ძალიან დიდი ნდობა აქვს. ზუსტად მას ხედავს მომავალ პრეზიდენტად ჰიონესი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2-3 წელიწადში გუნდის დატოვებას აპირებს. არ არის გამორიცხული, რომ კანი ჯერ გუნდის სპორტული დირექტორი, ხოლო შემდეგ კლუბის პრეზიდენტი გახდეს. ასევე იტყობინებიან, რომ ჯერ არ არის ცნობილი, დარჩება თუ არა თავის თანამდებობაზე გენერალური დირექტორი კარლ ჰაინც რუმინიგე, რომელსაც კონტრაქტი კლუბთან 2019 წლამდე აკავშირებს.