კანელო სექტემბერში ჩარლოს წინააღმდეგ იჩხუბებს #1TVSPORT
კანელო სექტემბერში ჩარლოს წინააღმდეგ იჩხუბებს #1TVSPORT

მექსიკელმა მოკრივემ, საულ „კანელო“ ალვარესმა სამი ბრძოლის ჩატარებაზე კონტრაქტს მოაწერა ხელი კომპანია Premier Boxing Champions-თან. ამის შესახებ დაწერა გამოცემა Boxing24/7-მა.

ამ სამიდან ერთ-ერთი ბრძოლა ამერიკელი ჯერმალ ჩარლოს წინააღმდეგ იქნება. შეხვედრა 16 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული, ჩატარების ადგილი კი მოგვიანებით დადგინდება.

32 წლის ალვარესი მეორე საშუალო წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონია. კარიერაში მის ანგარიშზე 59 მოგება, 2 წაგება და 2 ფრეა.

33 წლის ჩარლო საშუალო წონაში WBC-ის საჩემპიონო ქამარს ფლობს. მას პროფესიულ რინგზე 32 ბრძოლა ჩაუტარებია და ყველაში გამარჯვებას მიაღწია.