კანელო ალვარესმა ხორხე მასვიდალთან საკრივო ორთაბრძოლაზე მზაობა გამოთქვა
კანელო ალვარესმა ხორხე მასვიდალთან საკრივო ორთაბრძოლაზე მზაობა გამოთქვა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მებრძოლმა ხორხე მასვიდალმა ნეიტ დიაზის დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ ცნობილ მოკრივესთან, კანელო ალვარსეზთან ბრძოლა სურს. მსოფლიოს ჩემპიონმა ხორხეს გამოწვევას უპასუხა და მასვიდალთან ბრძოლას სიტყვიერად დათანხმდა.

ალვარეზმა ვრცელი ინტერვიუ „ტი ემ ზი სპორტს” (TMZ Sports) მისცა, სადაც მასვიდალთან შესძლო დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

„კრივის ბრძოლა შერეული ორთაბრძოლების მებრძოლთან? კომერციული თვალსაზრისით? რატომაც არა. ვნახოთ რა იქნება მომავალში.”

საულ ალვარესი დღეისთვის კრივის სამყაროში ერთერთი ყველაზე გამოკვეთილი ვარსკვლავია. სწორედ ასეთი პოპულარობით სარგებლობს ხორხე მასვიდალი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში.

იმ შემთხვევაში თუ ხორხესა და კანელოს ბრძოლა შედგება, მასვიდალი ე.წ. „იღბლიანი დარტყმის” იმედად უნდა იყოს, რადგან კანელოს ტექნიკურ არსენალში დიდი უპირატესობა ექნება.