კანელო ალვარესმა ავნი ილდირიმი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა [ვიდეო]

WBA, WBC და The Ring-ის ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონმა, თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ, კანელო ალვარესმა შთამბეჭდავი ბრძოლა გამართა.

მექსიკელ ჩემპიონს თურქ ავნი ილდირიმთან WBC -ის სატიტულო ქამარი უნდა დაეცვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, კანელო ალვარესმა შესანიშნავი ბრძოლა ჩაატარა და მეტოქე მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, პრომოუტერმა ედი ჰირნმა დაადასტურა, რომ კანელო ალვარესი 8 მარტს უძლეველ ბრიტანელ მოკრივეს, ბილი ჯო სანდერსს დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი