კანელო ალვარესი სუპერსაშუალო წონის აბსოლუტური ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
LAS VEGAS, NEVADA - NOVEMBER 06: Canelo Alvarez (R) punches Caleb Plant during their championship bout for Alvarez's WBC, WBO and WBA super middleweight titles and Plant's IBF super middleweight title at MGM Grand Garden Arena on November 06, 2021 in Las Vegas, Nevada. (Photo by Al Bello/Getty Images)
თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივემ საულ „კანელო“ ალვარესმა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა ამერიკელი ქალებ პლანტი და მორიგი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.
ბრძოლა ლას ვეგასში MGM Grand Garden Arena-ზე გაიმართა და მე-11 რაუნდში დასრულდა.
შეხვედრის დასაწყისში პლანტი ცდილობდა ინიციატივის აღებას და შეძლო კიდეც პირველი და მესამე რაუნდების მოგება, მაგრამ ალვარესი თანდათან ჩაერთო ბრძოლაში და უკვე მერვე რაუნდისთვის არანაირი ეჭვი არ არსებობდა იმაში, რომ მექსიკელი გამარჯვებას მოიპოვებდა.
კანელო არ დაელოდა ბოლო რაუნდს, შესანიშნავად მოარტყა თავში პლანტს, რომელიც ბაგირებზე დაეკიდა. ამერიკელმა შეძლო წამოდგომა და ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ ალვარესმა არ გაუშვა მეტოქე და საბოლოო დარტყმა მიაყენა მას, რითაც რეფერის აიძულა შეხვედრის დასრულება.
ასე რომ, კანელომ წაართვა პლანტს სუპერსაშუალო წონაში IBF-ის საჩემპიონო ქამარი და ამ დივიზიონში გააერთიანა ყველა ტიტული.