კანდიდატობის წინაპირობა საქართველოს ნაკრების წევრობაა - უეფა-ს სამწვრთნელო ლიცენზიის კურსი იწყება #1TVSPORT
კანდიდატობის წინაპირობა საქართველოს ნაკრების წევრობაა - უეფა-ს სამწვრთნელო ლიცენზიის კურსი იწყება #1TVSPORT

მალე საქართველოში მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსი დაიწყება – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, კურსს ორგანიზაციის ტექნიკური დეპარტამენტი უეფა-ს მწვრთნელთა კონვენციის შესაბამისად და უეფა-ს ტექნიკური განვითარების განყოფილებასთან წინასწარი შეთანხმებით გეგმავს.

„აღნიშნული სასწავლო კურსი საქართველოში პირველად გაიმართება და იქნება ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟი გააჩნიათ. შესაბამისად, მონაწილეები უეფა-ს მწვრთნელთა კონვენციით დადგენილი სპეციალური წესით შეირჩევიან“, – წერია სფფ-ს გავრცელებულ ცნობაში.

კანდიდატი დაიშვება სწავლებაზე იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: 1 – ნათამაშები აქვს მინიმუმ 10 თამაში საქართველოს ეროვნულ (A) ნაკრებში; 2 – იყო საქართველოს ეროვნული (A) ნაკრების წევრი მინიმუმ 7 წლის განმავლობაში; 3 – შეუსრულდა ან სწავლების პერიოდში უსრულდება 30 წელი.