კანჩელსკისი რუსების სკეპტიციზმს არ იზიარებს - კვარაცხელიას ფანტასტიკური შანსი აქვს, ხვიჩას შეუძლია „ნაპოლიში“ ათამაშდეს #1TVSPORT
კანჩელსკისი რუსების სკეპტიციზმს არ იზიარებს - კვარაცხელიას ფანტასტიკური შანსი აქვს, ხვიჩას შეუძლია „ნაპოლიში“ ათამაშდეს #1TVSPORT

რუსული მედიის ნაწილი დიდი ხანი ამკვიდრებედა აზრს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას რეალურად ევროპულ ტოპ-ლიგაში არ იწვედნენ. ახლა კი, როდესაც „ნაპოლის“ პრეზიდენტმა მისი ტრანსფერი დაადასტურა, იტალიის სერია ა-ში ქართველი ფეხბურთელის მომავლის მიმართ სკეპტიციზმი ამკვიდრებენ.

რუსული მედიის ამ მოსაზრებას არ იზიარებს ვეტერანი ფეხბურთელი, ანდრეი კანჩელსკისი, რომელიც ბრწყინავდა „მანჩესტერში“, „ევერტონსა“ და გლაზგოს „რეინჯერსში“. მან საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელის „ნაპოლიში“ გადასვლას ფეხბურთელისთვის შანსი უწოდა.

საინტერესო იყო კითხვის ფორმულირება, რომელიც მას დაუსვეს – „21 წლის კვარაცხელია ნეაპოლურ კლუბს ზაფხულში შეუერთდება. არის თუ არა ეს კარგი ნაბიჯი ახალგაზრდა ფორვარდისთვის?“.

კანჩელსკისმა გაიკვირვა, რატომ უნდა იყოს ცუდი რუსეთიდან ბევრად ძლიერ, იტალიურ ლიგაში გადასვლა:

„ბუნებრივია, „ნაპოლიში“ გადასვლა შესანიშნავია! ასეთი შანსი ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ ეძლევა. აუცილებლად უნდა სცადოს. ეს არის სერია ა, ასეთი კლუბსა და მარადონას სტადიონზე თამაში ფანტასტიკურია. ყველაფერი დამოკიდებულია მასზე, თუ როგორ ითამაშებს ის იტალიაში“, – ამბობს კანჩელსკისი.

„ათამაშდება კი „ნაპოლიში“? – ვეტერანმა ფეხბურთელმა Sport24-ის კორესპონდენტის შემდეგ სკეპტიკურ კითხვასაც უპასუხა: 

„ყველამ რომ ვიცოდეთ, მაშინ საკითხავი არაფერი იქნებოდა. ძნელია აქ რაიმეს პროგნოზირება. ყველა ფეხბურთელს ყოველთვის აქვს შანსი. უნდა ვნახოთ, როგორ ფორმაში იქნება, როგორ გამოიყენებენ, ენდომებათ თუ არა ამა თუ იმ პოზიციაზე მისი თამაში და როგორ გაივლის წინასასეზონო მომზადებას. ყველაფერს ერთად მოიყრის თავს. ჩემი აზრით, ეს სავსებით შესაძლებელია“.

ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია. ის „დინამო თბილისის“ აღზრდილია, ასევე თამაშობდა „რუსთავში“, რუსეთში გადასვლის შემდეგ კი იყო მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და ყაზანის „რუბინის“ მოთამაშე. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 13 მატჩი და გაიტანა 5 გოლი.