კანავარო ინგლისის ჩემპიონატში გადასვლაზე ოცნებობს

15:54, 09.05.2020

ფაბიო კანავარომ, რომელიც „გუანჯოუს“ მთავარი მწვრთნელია გაამხილა, რომ ინგლისის ჩემპიონატში გადასვლაზე ოცნებობს.

„მსურს, რომ ინგლისის ჩემპიონატში ვცადო ძალა. პრემიერლიგას ყოველთვის თვალს ვადევნებ. ძალიან მომწონს იქაური ატმოსფერო და საფეხბურთო კულტურა, – ციტირებს კანავაროს სიტყვებს Sky Sports. – ჩინეთში ფეხბურთის საკუთარი სისტემის სრულყოფაზე ვმუშაობ.

ახლა აზიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვარ, მაგრამ ევროპაში დაბრუნებაზე ვფიქრობ. ძალიან მომწონს კლოპის მენტალიტეტი და გუარდიოლას ფილოსოფია. მე ფეხბურთის საკუთარი ხედვა მაქვს და მინდა, რომ ეს ხედვა მთელ მსოფლიოს გავაცნო“, – ამბობს იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი.

მსგავსი