კანადის თავდაცვის მინისტრი - საპარალამენტო არჩევნები შესაძლოა, რუსეთის სამიზნე გახდეს
კანადის თავდაცვის მინისტრი - საპარალამენტო არჩევნები შესაძლოა, რუსეთის სამიზნე გახდეს

რუსეთს შეუძლია კანადის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერიოს. ეს განცხადება კანადის თავდაცვის მინისტრმა სინგჰ საჯანმა გააკეთა. მისი თქმით, კანადის ხელისუფლება ასეთ შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს და შესაბამის ზომებსაც მიმართავს.

„ჩვენ სერიოზულად მივუდექით ამ საკითხს და თავდაცვით პოლიტიკაში შესაბამისი ცვლილებები შევიტანეთ. ჩვენ უნდა განვუმარტოთ მოქალაქეებს ყალბი ახალი ამბების გავლენა. არავის სურს მოტყუვდეს. ისეთი ქვეყნები, როგორიც რუსეთია, საერთაშორისო ნორმების დარღვევით მოქმედებენ და ჩვენ მათი სამიზნე ვხდებით“, – განაცხადა საჯანმა

კანადის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა უკვე მოემზადა რუსეთიდან შესაძლო კიბერშეტევისთვის. კანადაში საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი