კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ არ ვაღიარებთ გაყალბებულ არჩევნებს ბელარუსში და მოვუწოდებთ, ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ არ ვაღიარებთ გაყალბებულ არჩევნებს ბელარუსში და მოვუწოდებთ, ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები

კანადა ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს და კენჭისყრის ხელახლა ჩატარებას ემხრობა. ამის შესახებ განცხადება კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

„ჩვენ არ ვაღიარებთ ამ გაყალბებულ არჩევნებს და მოვუწოდებთ ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები“, – ნათქვამია ფრანსუა-ფილიპ შამპანის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მისივე თქმით, კანადა გმობს ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას და მხარს უჭერს ოპოზიციონერ კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსკაიას.

„მოვითხოვთ, რომ ძალადობის შესახებ ცნობები ეუთო-ს მიერ დეტალურად იყოს გამოძიებული. მე ვესაუბრე ოპოზიციონერ კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსკაიას და ვუთხარი, რომ კანადა ბელარუსი ხალხის გვერდითაა. ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მათი ხმა ყველამ გაიგოს და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირები სათანადოდ დაისაჯონ“, – ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი