კანადის ქალაქ კალგარიში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება #1TVSORT
კანადის ქალაქ კალგარიში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება #1TVSORT

ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც კანადის ქალაქ კალგარიში გაიმართება, საქართველო ოთხი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

ესენი არიან: ინგა გურგენიძე (გოგონები), კონსტანტინე სუპატაშვილი (ვაჟები), გრეის ელიზაბეტ ვეინიკი და ეჰორ ბარშაკი (სპორტული ცეკვები).

ინგა გურგენიძისა და მოცეკვავე ვეინიკი-ბარშაკის წყვილისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მათი კარიერის სადებიუტო ასპარეზობაა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ვაჟებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიებში მსაჯთა შემადგენლობის წევრები საერთაშორისო კატეგორიის არბიტრები სალომე ჩიგოგიძე და იულია ლევშუნოვა იქნებიან.