კანადის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია | ჰოკეი
კანადის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია | ჰოკეი

ჰოკეიში კანადის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

სიაში 22 ჰოკეისტია და ყველანი ჰოკეის ეროვნულ ლიგას (NHL) წარმოადგენენ –

მეკარეებიმაკენზი ბლეკვუდი (ნიუ ჯერსი), მეტ მიურეი (პიტსბურგი), კარტერ ჰარტი (ფილადელფია);

მცველები – დანტე ფაბრო (ნეშვილი), დარნელ ნურსი (ედმონტონი), ში ტეოდორი (ვეგასი), დეიმონ სევერსონი (ნიუ ჯერსი), ტროი სტეჩერი (ვანკუვერი), ბრენდონ მონტური (ბაფალო), ტომა შაბო (ოტავა);

ფორვარდები – შონ კუტურიე (ფილადელფია), ადამ ენრიკე (ანაჰაიმი), დილან სტროუმი (ჩიკაგო), კაილ ტარისი (ნეშვილი), ჯონ ტავარესი (ტორონტო), მეტიუ ჯოზეფი (ტამპა ბეი), სემ რაინჰარტი (ბაფალო), ანტონი მანტა (დეტროიტი), ტაილერ ბერტუცი (დეტროიტი), მარკ სტოუნი (ვეგასი), ენტონი სირელი (ტამპა ბეი), ჯონათან მარშესო (ვეგასი).

მსოფლიოს ჩემპიონატი 10-26 მაისს, სლოვაკეთში გაიმართება. კანადის ნაკრები „ა“ ჯგუფში ფინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, სლოვაკეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, დანიასთან და აშშ-სთან ერთად ითამაშებს.