კანადის დედაქალაქში ორსართულიანი ავტობუსი გაჩერებას დაეჯახა – არიან გარდაცვლილები

08:56, 12.01.2019

ოტავაში ორსართულიანი ავტობუსი გაჩერებას დაეჯახა. მომხდარის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა. მათგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

კანადის დედაქალაქის პოლიციამ ავტობუსის მძღოლი ქალი დააკავა. ამ ეტაპზე, უცნობია, რამ გამოიწვია მომხდარი ფაქტი.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ „ტვიტერის“ მეშვეობით დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.

მსგავსი