კანადელი ნახევარმცველი – მაროკო-ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებულსაც უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე რთული მატჩი ელით #1TVSPORT
კანადის ნაკრების ფეხბურთელმა, სტივენ ეუშტაკიომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში სამხრეთ აფრიკის ანგარიშით 1:0 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. აღნიშნულ შეხვედრაში ის მთავარი გმირი და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
„პორტოსა“ და კანადის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა ლოს-ანჯელესის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში აფრიკელთა კარი საფინალო სასტვენამდე მცირე ხნით ადრე, 90+2-ე წუთზე ბრწყინვალე დარტყმით აიღო და გუნდი მერვედფინალში გაიყვანა.
„ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, რომ ეს გამარჯვება მოგვეპოვებინა. ნამდვილად გვინდოდა, ყველა კანადელი ამ წარმატებით გაგვეხარებინა. უბრალოდ გვჯეროდა საკუთარი ძალების და ვცდილობდით, მეტოქეზე ზეწოლა გაგვეზარდა. შესანიშნავი გოლი იყო, მაგრამ როდესაც გავიტანე, მივხვდი, რომ ეს ყველამ ერთად შევძელით. ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
შემდეგ ეტაპზე მაროკოსა და ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებულს შევხვდებით. ვეცდებით, ჩვენი თამაში ვაჩვენოთ და ვაგრძნობინოთ, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე რთული მატჩი ელით. ვფიქრობ, უდიდესი სამუშაო გავწიეთ და მჯერა, მომავალ კვირასაც შესანიშნავი თამაში გველის“, – განაცხადა სტივენ ეუშტაკიომ.