კანადაში წყალდიდობის გამო 10 000 ადამიანია ევაკუირებული
კანადაში წყალდიდობის გამო 10 000 ადამიანია ევაკუირებული

კანადის აღმოსავლეთ ნაწილში რეკორდულად მასშტაბური წყალდიდობის გამო, 10 000 ადამიანს საცხოვრებელი სახლების მიტოვება მოუწია.

ონტარიოში, კვებეკსა და ნიუ ბრანსუიკში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აღნიშნულ პროვინციაში მობილიზებული არიან სამხედროები, რომლებიც მაშველებს სტიქიის ზონიდან ხალხის გაყვანაში ეხმარებიან. დატბორილია ათასობით საცხოვრებელი სახლი.

სტიქიამ ყველაზე მეტად კვებეკის პროვინციის ქალაქი სენტ-მარტ-სურ-ლე-ლაკი დააზარალა, სადაც სტიქიის ზონიდან 6 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ეს ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში რეგიონში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა.

დატოვე კომენტარი