კანადაში სახაზინო საბჭოს ხელმძღვანელი ჯეინ ფილპოტი თანამდებობიდან გადადგა
კანადაში სახაზინო საბჭოს ხელმძღვანელი ჯეინ ფილპოტი თანამდებობიდან გადადგა

კანადაში მინისტრთა კაბინეტის წევრი და სახაზინო საბჭოს ხელმძღვანელი ჯეინ ფილპოტი თანამდებობიდან გადადგა. პოლიტიკოსის გადაწყვეტილება სადავო გამოძიებას უკავშირდება.

ჯეინ ფილპოტის თქმით, მას აღარ სჯერა, რომ კორუფციასთან დაკავშირებით გამოძიებას მთავრობა უმკლავდება. პოლიტიკოსის განმარტებით, აქვს მტკიცებულებები, რომ რიგი პოლიტიკოსები ყოფილ გენერალურ პროკურორზე ზეწოლის გზით კორუფციაზე არსებულ გამოძიებაზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.

თებერვლის დასაწყისში ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს კანცელარია ყოფილ გენერალურ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრ უილსონ რეინბოულდზე ზეწოლას ახდენდა. ამის მიზანი კი, კანადური სამშენებლო კომპანია SNC Lavalin-ის კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების თავიდან აცილება იყო.

მოგვიანებით, ჯოდი უილსონ რეინბოულდმა გაზეთის პოზიცია დაადასტურა. ის თანამდებობიდან გადადგა და ბრალდების მტკიცებულებად კანცელარიის წევრებთან მიმოწერა მოიყვანა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო მთავრობის მხრიდან გამოძიებაში ჩარევის მცდელობას უარყოფს.