კანადაში, ქალაქ კინგსტონის საავადმყოფოში მიყვანილმა პატიმარმა ერთი პირი დაჭრა
კანადაში, ქალაქ კინგსტონის საავადმყოფოში მიყვანილმა პატიმარმა ერთი პირი დაჭრა

კანადაში, ქალაქ კინგსტონის საავადმყოფოში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. კანადური მედიის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ მიყვანილმა მსჯავრდებულმა მის თანმხლებ ოფიცერს პისტოლეტი გამოსტაცა და ორჯერ გაისროლა. შედეგად ჭრილობა მიიღო ერთმა ადამიანმა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა დამნაშავისთვის იარაღის წართმევა შეძლეს. ამჟამად საავადმყოფო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.