კანადაში, ონტარიოს პროვინციაში ტყის ხანძრების ფართობი გაიზარდა, კვამლმა აშშ-ის რამდენიმე ქალაქიც მოიცვა

23:54, 20.07.2026

კანადაში, ონტარიოს პროვინციაში ტყის ხანძრების ფართობი ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა და 735 000 ჰექტარი ტყის მასივი მოიცვა.

პროვინციის პრემიერ-მინისტრი დაგ ფორდი აცხადებს, რომ ონტარიოში ხანძრის 190 აქტიურ კერას ებრძვიან. მისივე თქმით, სტიქიის გავრცელების გამო საჭირო გახდა დამატებით 1 800 მცხოვრებლის ევაკუაცია.

როგორც „როიტერი“ წერს, ტყის ხანძარმა კანადასა და აშშ-ს შორის დაძაბულობა გაზარდა, რადგან ზოგიერთმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში კანადის რეაგირება გააკრიტიკა.

ტყის ხანძრით გამოწვეულმა კვამლმა, კანადის გარდა, აშშ-ის ქალაქები, მათ შორის ნიუ იორკი და ვაშინგტონი მოიცვა.

ტყის ხანძართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმაც. ტრამპის თქმით, კანადამ ონტარიოს ხანძრების კონტროლს უკეთ უნდა გაართვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აშშ კანადურ საქონელზე ტარიფებს გაზრდის.

მსგავსი