კანადაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყება რამდენიმე დღეში იგეგმება
კანადაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყება რამდენიმე დღეში იგეგმება

კანადაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიწყოს. ქვეყანაში Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება უკვე დამტკიცდა. მომდევნო კვირიდან კი შესაძლოა, ვაქცინის პირველი დოზები რისკჯგუფში მყოფმა ადამიანებმა და სამედიცინო პერსონალმა მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

კანადაში მომდევნო კვირიდიან ვაქცინის 30 000 დოზის მიღება არის მოსალოდნელი, წლის ბოლომდე კი, ქვეყანა ვაქცინის 249 000 დოზას მიიღებს. იმუნიზაცია კანადის ყველაზე დაზარალებული პროვინციის ორი მოხუცთა თავშესაფრიდან შესაძლოა, 14 დეკემბრს დაიწყოს. იმუნიზაციისთვის ვაქცინის საწყისი რაოდენობა 4 875 დოზა იქნება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კანადაში ვირუსის 445 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ვირუსით 13 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი