კანადაში, ერთ-ერთ ინდურ რესტორანში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა
კანადაში, ერთ-ერთ ინდურ რესტორანში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა სულ მცირე 15 ადამიანი.
სამი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
თვითმხილველთა განცხადებით, მათ სამი აფეთქების ხმა შემოესმათ.
სამართალდამცველები ორ პირს ეძებენ, რომლებიც აფეთქების წინ რესტორანში შევიდნენ.
მომხდარს ჯერჯერობით არ მინიჭებია ტერაქტის კვალიფიკაცია.