კანადაში ცხოვრებას შეძლებენ მიგრანტები, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს უვლიდნენ
კანადაში ცხოვრებას შეძლებენ მიგრანტები, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს უვლიდნენ

კანადა კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მომვლელებს ქვეყანაში დარჩენის უფლებას მისცემს. საუბარია თავშესაფრის მაძიებლებზე, რომლებიც „კოვიდ-19“-ის ეპიდემიის დროს საავადმყოფოებსა და ხანდაზმულთა სახლებში დაავადებულ პაციენტებს უვლიდნენ.

როგორც კანადის ემიგრაციის მინისტრმა განაცხდა, ამ ნაბიჯით კანადა მადლობას გადაუხდის იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, რათა სხვებს დახმარებოდა.

პროგრამის ფარგლებში კანადაში ცხოვრების უფლებას მიიღებენ კორონავირუსიანი პაციენტების მომვლელთა ოჯახის წევრებიც, თუ მათ შესაბამისი განაცხადი 2020 წლის მარტამდე აქვს შევსებული. აღსანიშნავია, რომ კანადის ხელისუფლება ბინადრობის უვადო უფლებას მისცემს იმ მიგრანტებსაც, ვისი განაცხადიც მანამდე უარყვეს.

როგორც კანადური მედია იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, კანადში ცხოვრების უფლებას 1 000 ადამიანი მიიღებს.

დატოვე კომენტარი