კანადა კრიზისის შედეგად დაზარალებული ვენესუელელების დასახმარებლად 53 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს
კანადა კრიზისის შედეგად დაზარალებული ვენესუელელების დასახმარებლად 53 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს

კანადა კრიზისის შედეგად დაზარალებული ვენესუელელების დასახმარებლად 53 მილიონ კანადურ დოლარს (40 მილიონი აშშ დოლარი; 35 მილიონი ევრო) გამოყოფს. აღნიშნული თანხა ჰუმანიტარულ დახმარებასა და ვენესუელის იმ მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერაზე დაიხარჯება, რომლებმაც კრიზისის გამო ვენესუელიდან გაქცეული მიგრანტები შეიფარეს.

ამასთან, ვენესუელის მხარდასაჭერად კანადის ყველაზე მაღალი ნაგებობა, ტორონტოში მდებარე ანძა ვენესუელის დროშის ფერებში განათდა.

4 თებერვალს კანადამ ამერიკული სახელმწიფოების გაერთიანების – ლიმას ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა, რომელზეც ორგანიზაციამ ხუან გუაიდო ვენესუელის ოფიციალურ წარმომადგენლად აღიარა და შეიარაღებულ ძალებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ლიმას ჯგუფის ისტორიული შეხვედრის დასასრულს ვენესუელის დროშის ფერები აკაშკაშდა ტორონტოს ანძაზე დემოკრატიისთვის ბრძოლაში ვენესუელელი ხალხისადმი ჩვენი მხარდაჭერის საჩვენებლად“, – ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.