კამპანიაში „თეთრი ბარათი" ქართული კლუბები ჩაერთვნენ - დინამომ შევარდენი გამოიწვია
კამპანიაში „თეთრი ბარათი" ქართული კლუბები ჩაერთვნენ - დინამომ შევარდენი გამოიწვია

6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. იუნესკოს სპორტის საერთაშორისო დღეს რამდენიმე ქართული საფეხბურთო კლუბი ჩაერთო.

თბილისის დინამომ მიიღო თანაქალაქელი ლოკომოტივის გამოწვევა და ჩაერთო კამპანიაში „თეთრი ბარათი – სპორტი მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისთვის“. თავის მხრივ, დინამომ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად ასევე დედაქალაქური შევარდენი 1906 გამოიწვია.

„თეთრი ბარათების“ კამპანიას ბოლნისის სიონიც შეუერთდა და სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბი ბათუმის დინამო გამოიწვია.

„თეთრი ბარათის“ კამპანია წითელი ბარათის საპირისპირო სიმბოლოდ შეირჩა და სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისებას ემსახურება.