კამერუნში ინციდენტისას 30-ზე მეტი ადამიანი მოკლეს
კამერუნში ინციდენტისას 30-ზე მეტი ადამიანი მოკლეს

კამერუნის ჩრდილო-დასავლეთით, მენქას დასახლებაში დაპირისპირებისას სულ მცირე, 30-დან 35-მდე ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ქალები და მოზარდებიც არიან. ინციდენტი ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც უმცირესობაში მყოფი ინგლისურენოვანი მოქალაქეები გასულ წელს ფრანგულენოვან მთავრობას აუჯანყდნენ.

თვითმხილველთა განცხადებით, მოკლულებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. გარდაცვლილთა შორის ყველაზე პატარა 13 წლის ბიჭია. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეირაღებული ძალების პოლკოვნიკი ამბობს, რომ სამთავრობო ძალებმა მენქას სასტუმროს ალყა მას შემდეგ შემოარტყეს, რაც შენობაში მყოფი სეპარატისტების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. პოლკოვნიკის თქმით, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე ტერორისტის განეიტრალება მოხდა.